პროექტი
პროექტის დასახელება: ,,გაიცანით ეს
ჩვენი საქართველოა“
პროექტის მონაწილეები: I კლასის მოსწავლეები
პროექტის მიზანი: მოსწავლეს განუვითარდეს:
·
კვლევა-ძიების
უნარი
·
დაკვირვების
უნარი
·
თანამშრომლობითი უნარი
·
შემოქმედებითი უნარი
·
გუნდურად მუშაობის უნარი
მოსწავლემ შეძლოს:
·
მოპოვებული
ინფორმაციის დამუშავება და პრეზენტაცია
·
მასალის მოძიება
პროექტზე მუშაობის
ვადები: ნოემბერი, 1 კვირა.
პროექტის აქტუალობა: პროექტის მონაწილეები პირველი კლასის მოსწავლეები არიან
და არ ფლობენ საკამრის ინფორმაციას სამშობლოს შესახებ. ისინი გაეცნობიან საქართველოს
კუთხეებს. მის ღირშესანიშნაობებს. რა არის ჰიმნი, გერბი. რისთვის არის საჭირო დროშა,
გერბი და ჰიმნი.
პროექტის იდეა: გაჩნდა ქართულის
გაკვეთილზე. მოსწავლეები გაიცნობენ სამშობლოს, მის კუთხეებს, თითოეული კუთხის მაცხოვრებელს.მათ
ეროვნულ სამოსს. დავგეგმეთ აქტივობები და
შევუდექით მუშაობას.
განსახორციელებელი ამოცანები
ამოცანა 1.
მოსწავლეებს
ვესაუბრე საქართველოს შესახებ. გავაცანი მისი მეზობელი ქვეყნები, მდებარეობა. ვისაუბრეთ
ჩვენს კუთხე-სამეგრელოზე. გავეცანით საქართველოს სხვა კუთხეებს.
ამოცანა 2.
ისტორიის
მასწავლებელთან შეხვედრა და საუბარი.
ამოცანა 3.
მოვიძიოთ
საქართველოს კუთხეები ინტერნეტში. დაბეჭდილიდან ამოვჭრათ კუთხეები და გაფრადება.
ამოცანა 4.
ფორმატის ფურცელზე საქართველოს კუთხეების აწყობა. სხვადასხვა კუთხის
მაცხოვრებლების სურათების ამოჭრა და შესაბამის კუთხესთან დაწებება.
ამოცანა 5.
საქართველოს დროშისა და
გერბის გააფერადება. ჰიმნის მოსმენა და შემდეგ მისი შესრულება მუსიკის
თანხლებით.
ამოცანა 6.
კროსვორდის საქართველოს შევსება. მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ
კუთხეები.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
შეიქმნება
პლაკატი, სადაც აიწყობა საქართველო მისი შემადგენელი კუთხეებით. შეავსებენ კროსვორდს.
მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს, მისი მეზობელი ქვეყნების შესახებ. გაეცნობიან
საქართველოს კუთხეებს. ქვეყნის ატრიბუტიკას დროშას, გერბს და ჰიმნს.
საბოლოო
პროდუქტი იქნება პროექტის შეჯამება,წარდგენა აუდიტორიისათვის.
პროექტის რესურსები: ფერადი ფანქრები, გუაშები, ფორმატი,ფერადი
ფურცლები,მაკრატელი.
პროექტის შეფასების ინდიკატორები:
თემასთან
კავშირი 1 2 3 4
საკითხის
სიმწვავე
1 2 3 4
მოსწავლეთა
ჩართულობა 1 2 3 4
მასწავლებელთა
ჩართულობა 1 2 3 4
თანამშრომლობა 1 2 3 4
მოსწავლეთა შეფასების
რუბრიკების ხარისხი 1 2 3 4
შემოქმედებითობა 1 2 3 4
ქულები: 1 - სუსტი,
2 - დამაკმაყოფილებელი, 3 - კარგი, 4 - საუკეთესო.
რეფლექსია
სოციალური პროექტის : ,,გაიცანით ეს ჩვენი საქართველოა ’’- დიდი ჭყონის
N 1 საჯარო სკოლაში
განხორციელდა
11. 10.2019 წ-დან
– 18.10.2019წ ჩათვლით. მასში ჩაერთო
სკოლიის დაწყებითი საფეხურის
3 მოსწავლე,პედაგოგები.
პროექტის მიზანი
იყო: კვლევა-ძიების უნარი,
დაკვირვების უნარი, თანამშრომლობითი უნარი, შემოქმედებითი უნარი. გუნდურად მუშაობის
უნარი. რომ მოსწავლემ შეძლოს: მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და პრეზენტაცია, მასალის
მოძიება.
მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოსა და
მისი კუთხეების შესახებ. მასწავლებლის დახმარებით მოიძიეს ინტერნეტში საქართველოს კუთხეების
სურათები. გააფერადეს კუთხეები, გააკეთეს პლაკატი, შეავსეს კროსვორდი. მიიღეს ინფორმაცია
საქართველოს დროშის, გერბისა და ჰიმნის შესახებ. შესასრულეს ჰიმნი მუსიკის თანხლებით.
მოწვეული მშობლებისათვის და მოსწავლებისათვის გაიმართა
პრეზენტაცია და მოსწავლეებმა გაუზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები და მიღებული ცოდნა პროექტის ფარგლებში.
დასახული მიზნები წარმატებით იქნა მიღწეული. მოსწავლეები
თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. დაამუშავეს მოძიებული ინფორმაცია. გაფორმეს და ააწყვეს
პლაკატი, საქართველოს რუკა. რაც მოსწავლეებს დაეხმარა შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.
ყველა აქტივობა წარიმართა მიზნის შესაბამისად. აქტივობები
არც დაგვიმატებია და არც შეგვიცვლია. განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა რუკის აგება.
მოსწავლეები ძალიან გახარებულები იყვნენ, როდესაც მათი აწყობილი რუკა, კლასში გაკრული
რუკის მსგავსი აღმოჩნდა. ასევე მოეწონათ ჰიმნის შესრულება. მონაწილეები ძალიან კმაყოფილები
დარჩნენ. მონაწილეების ასაკიდან გამომდინარე ვთვლი, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა.
მომავალში დავგეგმავ ისეთ პროექტებს, რომელშიც მრავალფეროვანი აქტივობები იქნება გამოყენებული
მიზნის მისაღწევად.
პროექტი- ჯანსაღი კვება
პროექტის დასახელება: ,,ჯანსაღი კვება
პროექტის მონაწილეები: I,IV
კლასის მოსწავლეები
პროექტის მიზანი: მოსწავლეს განუვითარდეს:
·
კვლევა-ძიების
უნარი
·
დაკვირვების
უნარი
·
თანამშრომლობითი უნარი
პროექტზე მუშაობის
ვადები: ოქტომბერი, 3 კვირა
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს
დარღვეული აქვთ კვების რეჟიმი და ხშირად ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ნაცვლად
მიირთმევენ უხარისხო, ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებების შემცველ პროდუქტებს. რაც
მთელ რიგ ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნის ბავშვებს. ბავშვებმა უნდა იცოდნენ რომელი
საკვები პროდუქტის მიღებაა სასარგებლო მათი ჯანმრთელობისათვის.
პროექტის იდეა: შევამჩნიე, რომ მოსწავლეები უმეტესად მიირთმევდნენ არაჯანსაღ პროდუქტს.
პროექტში ჩაერთვნენ
ექიმი, მშობელები, და მოსწავლეები.
განისაზღვრა მათი როლი პროექტში. დავგეგმეთ აქტივობები და შევუდექით
მუშაობას.
განსახორციელებელი ამოცანები
ამოცანა 1.
მოსწავლეებს
ვესაუბრე ჯანსაღ კვებაზე. ვაჩვენე ვიდეო რგოლები.
ამოცანა 2.
მოსწავლეების
ვიზიტი სკოლის ექიმთან მშობლებთან ერთად.
ამოცანა 3.
ბუკლეტების დიზაინზე შეთანხმება და დამზადება მშობლებთან ერთად.
ამოცანა 4.
ბუკლეტების დარიგება.
ამოცანა 5.
პლაკატების დამზადება და თვალსაჩინო ადგილას მოთავსება.
პროექტის მოსალოდნელი
შედეგები:
მოსწავლეები გაიაზრებენ ჯანსაღი კვების მნიშვნელობას.
შეეცდებიან ამიერიდან იკვებონ მხოლოდ ჯანსაღი
პროდუქტით.
ექიმთან
კონსულტაციის შედეგად მოსწავლეები გაეცნობიან მავნე საკვების მიღებასთან დაკავშირებულ
რისკებს.
მოსწავლეებს განუვითარდებათ
კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი, სამუშაოს ორგანიზებისა და დროის განაწილების
უნარი, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების უნარი.
შეიქმნება ბუკლეტები და პლაკაკტები ინფორმირებისათვის. საბოლოო პროდუქტი იქნება პროექტის შეჯამება.
შეიქმნება ბუკლეტები და პლაკაკტები ინფორმირებისათვის. საბოლოო პროდუქტი იქნება პროექტის შეჯამება.
პროექტის რესურსები: ფერადი ფანქრები, გუაშები, ფორმატი,ფერადი
ფურცლები, მაკრატელი.
პროექტის შეფასების ინდიკატორები:
თემასთან
კავშირი 1 2 3 4
საკითხის
სიმწვავე
1 2 3 4
მოსწავლეთა
ჩართულობა 1 2 3 4
მასწავლებელთა
ჩართულობა 1 2 3 4
თანამშრომლობა 1 2 3 4
მოსწავლეთა შეფასების
რუბრიკების ხარისხი 1 2 3 4
შემოქმედებითობა 1 2 3 4
ქულები: 1 - სუსტი,
2 - დამაკმაყოფილებელი, 3 - კარგი, 4 - საუკეთესო.
რეფლექსია
სოციალური პროექტის : ,,ჯანსაღი კვება ’’- დიდი ჭყონის N 1 საჯარო სკოლაში
განხორციელდა
28. 10.2019 წ-დან
– 18.11.2019 წ ჩათვლით. მასში ჩაერთო
სკოლიის დაწყებითი საფეხურის
მოსწავლეები ,პედაგოგები, მშობლები,
სკოლის ექიმი.
პროექტის მიზანი
იყო: კვლევა-ძიების, დაკვირვების, თანამშრომლობითი უნარების განვითარება.
მოსწავლეები გაცნობოდნენ ჯანსაღ საკვებს და შესაბამისად ეკვებათ ასეთი საკვებით.
შევამჩნიე რომ ბავშვები უმეტესად იკვებებოდნენ
არაჯანსაღი საკვებით. გადავწყვიტე პროექტის გაკეთება და მასში მოსწავლეების, მშობლების
და სკოლის ექიმის ჩართვა.
მოსწავლეებმა ნახეს ვიდეო რგოლები, ესაუბრნენ სკოლის
ექიმს. დაამზადეს ბროშურები და პლაკატები, რათა სხვებიც ყოფილიყვნენ ინფორმირებლები.
მოწვეული სტუმრებისთვის, მშობლების , სხვა კლასის
მოსწავლეებისათვის, ბაღის მოსწავლეებისათვის გაიმართა პრეზენტაცია და მოსწავლეებმა
გაუზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები და მიღებული
ცოდნა პროექტის ფარგლებში.
დასახული მიზნები წარმატებით იქნა მიღწეული.მოსწავლეები
გაეცნენ ჯანსაღ და არაჯანსაღ პროდუქტს. მომავალში შეეცდებიან იკვებონ მხოლოდ ჯანსაღი
პროდუქტით. ყველა აქტივობა წარიმართა მიზნის შესაბამისად. აქტივობები არ დაგვიმატებია
და არც შეგვიცვლია. განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა ბროშურების გაკეთება, ბავშვები
სწავლობენ კეთებით და მიღებული ინფორმაცია ხანგრძლივად ამახსოვრდებათ. მონაწილეები
ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, რაც მაძლევს იმის საბაბს ვიფიქრო, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა.
პროექტზე მუშაობა ძალიან საინტერესო გამოდგა ბავშვებისათვის.
მომავალში შევეცდები ხშირად დავგეგმო ასეთი აქტივობები.
პროექტი- შემოდგომა
პროექტის დასახელება: ,,ოქროსფერი შემოდგომა“
პროექტის მონაწილეები: I,II
კლასის მოსწავლეები
პროექტის მიზანი: მოსწავლეს განუვითარდეს:
·
კვლევა-ძიების
უნარი
·
დაკვირვების
უნარი
·
თანამშრომლობითი უნარი
·
შემოქმედებითი უნარი
მოსწავლემ შეძლოს:
·
მოპოვებული
ინფორმაციის დამუშავება და პრეზენტაცია
·
მასალის მოძიება
პროექტზე მუშაობის
ვადები: ოქტომბერი, 3 კვირა
პროექტის აქტუალობა: შემოდგომა წელიწადის ულამაზესი დრო. რა ხდება ირგვლივ?
ყველგან თბილი ფერებია ,ფოთოლცვენა, ბუნების გაფერადება…..ბუნების გაფერადება-დიახ! ზუსტად შემოდგომაზეა უამრავი თბილი ფერი.წითელი,ყვითელი,ოდნავ მწვანე.ბუნებაც ნელ-ნელა ფერადდება.ისევე როგორც მხატვარი აფერადებს ნახატს. შემოდგომას აქვს თავისი სილამაზე. სილამაზე,რომელიც ფერადია,ჩაფიქრებული,ოდნავ სევდიანი,მაგრამ მხიარულიც.
შემოდგომა
გულუხვი სეზონია. მწიფდება ხილი, იღებენ და
ინახვენ მოსავალს. გამოირჩევა ხილის მრავალფეროვნებით. თემა აქტუალურია რადგან სწორედ წელიწადის ეს პერიოდის
ახლა. ყველა მოსწავლე ჩართულია და მონაწილეობას იღებს საშემოდგომო საქმიანობებში. ამ
პროექტში მონაწილეობა მათთვის იქნება საინტერესო,
იქნებიან დაკვირვებულები და მოიძიებენ ამ თემასთან
დაკავშირებულ მასალებს. გაეცნობიან
იმ ცვლილებებს, რაც დამახასიათებელია წელიწადის ამ სეზონისათვის და გამოარჩევს მას
სხვა სეზონებისგან.
პროექტის იდეა: გაჩნდა ქართულის
გაკვეთილზე, როდესაც
გავდიოდით თემას
„პირველი დღე სკოლაში“.
ვისაუბრეთ თუ როდის იწყებოდა სწავლა, რომელ თვეს, წელიწადის რომელ დროს. პროექტში ჩაერთვნენ მშობელები, ბუნების მასწავლებელი და სხვა კლასის მოსწავლეები. განისაზღვრა
მათი როლი პროექტში.
დავგეგმეთ აქტივობები და შევუდექით
მუშაობას.
განსახორციელებელი ამოცანები
ამოცანა 1.
მოსწავლეებს
ვესაუბრე წელიწადის ამ ულამაზესი დროის შემოდგომის შესახებ. ვაჩვენე ვიდეორგოლები,რათა
ენახათ თუ რა ცვლილებები ხდება, როგორი ლამაზია შემოდგომა.
ამოცანა 2.
მოვიძიოთ
თემაზე შემოდგომა ლექსები ბიბლიოთეკასა და ინტერნეტში.
ამოცანა 3.
მასალების მოძიება სკოლის ეზოში პროექტის ხელმძღვანელის და ბუნების მასწავლებლის
დახმარებით და სახლში მშობლების დახმარებით.
ამოცანა 4.
შემოდგომის თემაზე ილუსტრაციების გაფერადება. გამზადებულ ფორმატის ფურცელზე კედლის გაზეთის გაკეთება.
ამოცანა 5.
ფოთლებისა და სხვა მასალების პერბარიუმით ნამუშევრების აწყობა.
ამოცანა 6.
შემოდგომის
კუთხის მოწყობა.ნამუშევრების გამოფენა. ლექსები შემოდგომაზე.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები
იქნებიან ინფორმირებულები იმ მთელი რიგი პროცესების შესახებ, რაც ხდება შემოდგომაზე
და რაც გამოარჩევს მას წელიწადის სხვა დროებისგან.
შეიქმნება კედლის გაზეთი, სადაც განთავსდება მოძიებული თემაზე
შემოდგომა მოძიებული ნაწარმოებები. ასევე ილუსტრაციები ამ თემაზე.
ფოთლებით და სხვა ნივთებით აპლიკაციების შექმნა.
შემოდგომის
კუთხის მოწყობა.
ნამუშევრების
გამოფენა.
საბოლოო
პროდუქტი იქნება პროექტის შეჯამება,წარდგენა აუდიტორიისათვის.
პროექტის რესურსები: ფერადი ფანქრები, გუაშები, ფორმატი,ფერადი
ფურცლები,ფოთლები, გირჩები, წებო, მაკრატელი, სოფლის ნობათი.
პროექტის შეფასების ინდიკატორები:
თემასთან
კავშირი 1 2 3 4
საკითხის
სიმწვავე
1 2 3 4
მოსწავლეთა
ჩართულობა 1 2 3 4
მასწავლებელთა
ჩართულობა 1 2 3 4
თანამშრომლობა 1 2 3 4
მოსწავლეთა შეფასების
რუბრიკების ხარისხი 1 2 3 4
შემოქმედებითო 1 2 3 4
ქულები: 1 - სუსტი,
2 - დამაკმაყოფილებელი, 3 - კარგი, 4 - საუკეთესო.
რეფლექსია
სოციალური პროექტის : ,,ოქროსფერი შემოდგომა ’’- დიდი ჭყონის N 1 საჯარო სკოლაში
განხორციელდა
7. 10.2019 წ-დან
– 28.10.2019წ ჩათვლით. მასში ჩაერთო
სკოლიის დაწყებითი საფეხურის
3 მოსწავლე,პედაგოგები.
პროექტის მიზანი
იყო: კვლევა-ძიების უნარი,
დაკვირვების უნარი, თანამშრომლობითი უნარი, შემოქმედებითი უნარი. რომ მოსწავლემ შეძლოს:
მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება და პრეზენტაცია, მასალის მოძიება.
მოსწავლეებმა აღწერეს შემოდგომის შემოსვლა თავიანთ
სოფლებში. პირველკლასელებს საშუალება ჰქონდათ
გაეაზრებინათ უფროსკლასელების შეხედულებები
აღნიშნულ საკითხზე. პროექტის ფარგლებში მოხდა მსჯელობა, თუ აქტივობები უნდა დასახულიყო
მიზნად, რომ მოსწავლეებს შექმნოდათ წარმოდგენა წელიწადის ამ ულამაზეს დროზე. მოსწავლეებმა
შეაგროვეს ფოთლები და ყვავილები, გააკეთეს
აპლიკაციები, მოიძიეს ლექსები ბიბლიოთეკაში და ინტერნეტში, გააფერადეს ილუსტრაციები,
გააკეთეს კედლის გაზეთი, მოაწვეს გამოფენა, შემოდგომის კუთხე, წაიკითხეს ლექსები.
მოწვეული სტუმრებისთვის გაიმართა პრეზენტაცია და
მოსწავლეებმა გაუზიარეს საკუთარი შთაბეჭდილებები
და მიღებული ცოდნა პროექტის ფარგლებში.
დასახული მიზნები წარმატებით იქნა მიღწეული. მოსწავლეები
ხალისით ასრულებდნენ დვლებებს, თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. მოიძიებდნენ რესურსებს.
დაამუშავეს მოძიებული ინფორმაცია. მთელი პროექტის განმავლობაი მოსწავლეები ავითარებდნენ
შემოქმედებით უნარებს. ყველა აქტივობა წარიმართა მიზნის შესაბამისად. აქტივობები არ
დაგვიმატებია და არც შეგვიცვლია. განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა აპლიკაციების გაკეთება,
ბავშვებს ძალიან მოეწონათ. ეს მათში განავითარებს შემოქმედებით უნარებს. მონაწილეები
ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. მათ სურვილი გამოთქვეს კვლავ მიეღოთ მსგავს აქტივობებში
მონაწილეობა. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა.
მომავალში პროექტზე მუშაობისას ჩავრთავ მეტი რაოდენობის
მოსწავლეს და დავგეგმავ უფრო მრავლფეროვან აქტივობებს.
No comments:
Post a Comment